I-XI კლასების პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების ჩატარებისა და რეგისტრაციის ვადები დადგინდა
I-XI კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარების და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა.
მინისტრის ბრძანების თანახმად, I-XI კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრაციის ვადა 2020 წლის 24 აგვისტოდან 2020 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი გახლავთ.
სკოლის ექსტერნატი გამოცდები კი 2 სექტემბრიდან 2020 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.
ცნობისთვის, გამოცდაზე გასვლის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ჩამოშორებული არიან სასწავლო პროცესს და არ აქვთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე იმ პირებს, რომლებიც სწავლობენ სკოლაში, თუმცა მათი ასაკი აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ მინიმალურ ასაკს და გამოთქვამენ სურვილს პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევასთან დაკავშირებით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ რაიონულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან