იმიტირებული ინტერვიუ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა დისტანციურ სწავლებასთან ერთად გააქტიურა სასწავლო პროცესში პრაქტიკული კომპონენტების ჩართვა.
ონლაინ იმიტირებული პროცესები, საჯარო ლექციები, სამეცნიერო კონფერენციები, პრესკლუბი და გასვლითი ტურები – ასეთი გახლავთ უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ყოველდღიურობა.
13 ნოემბერს სასწავლო კურსის – ზეპირი და წერითი ეტიკეტი ოფიციალურ ურთიერთობებში – ფარგლებში სტუდენტებმა იმიტირებული ინტერვიუ წარმოადგინეს. მედიასთან ურთიერთობა აღნიშნული სალექციო კურსის ერთ-ერთი განსახილველი საკითხია და სტუდენტებმა თეორიულად მიღებული ცოდნა სასემინარო საათზე პრაქტიკულად განახორციელეს.
რესპონდენტი – „საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი“, გახლდათ საჯარო მმმართველობისა და პოლიტიკის სკოლის მეოთხეკურსელი მარიამ სამსონია, ჟურნალისტი კი – ჟურნალისტიკის მიმართულების მეოთხეკურსელი – მარიამ ფარცვანია. განსახილველ თემად ახალგაზრდებმა საპენსიო რეფორმა შეარჩიეს. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ინტერვიუ საინტერესო და მწვავე გამოდგა. ორივე მხარემ თავი მომზადებულად წარმოაჩინა.
იმიტირებულ ინტერვიუს პირველკურსელი ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ და სხვა სტუდენტებთან ერთად მათაც ჰქონდათ თავიანთი მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა.
ინტერვიუს დასასრულს ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა დიანა ტყებუჩავამ და სასწავლო კურსის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მერი ლომიამ შეაფსეს და თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს სტუდენტებს, რაც ორივე მხარეს დაოსტატებაში უდავოდ გამოადგება.
დიანა ტყებუჩავამ მარიამ სამსონიასა და მარიამ ფარცვანიას საჩუქრად თავისი წიგნი- „მედიატექსტის ბუნება“, გადასცა.
- GRUNI-ს ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს ბათუმის წარმომადგენლობაში წარადგინეს მოხსენება – „მედიაცია – დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმი“ by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი