ინდოეთში 14 წლის ვუნდერკინდმა ბაკალავრის ხარისხი მიიღო
ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადში 14 წლის მოზარდმა უმაღლესი განათლება მიიღო. აგასტია ჯაისვალი (Agastya Jaiswal) ოსმანთა უნივერსიტეტში სწავლობდა და ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების განხრით მიიღო. მისი თქმით, ის არის პირველი სტუდენტი, რომელმაც ამ ასაკში სწავლის დასრულება შეძლო.
ჯაისვალი წარმატებებს სხვა სფეროებშიც აღწევს. კერძოდ, ის სამაგიდო ჩოგბურთის ეროვნულ შეჯიბრებებში იღებს მონაწილეობას და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავს. გარდა ამისა, მოზარდი ერთნაირად კარგად წერს როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელით.
,,8 წლის ასაკში მე-10 კლასი დავამთავრე. გამოცდების ჩაბარების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში ჩავირიცხე. ახლა კი, 14 წლის ასაკში მე ვარ პირველი მოზარდი ინდოეთში, რომელმაც ბაკალავრის ხარისხი მიიღო“, – ყვება აგასტია.
ბიჭს ამ მიზნის მიღწევა 13 წლის ასაკში სურდა, თუმცა ამაში ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა.
აგასტია ჯაისვალი სწავლის გაგრძელებას, მომავალში კი ექიმობას გეგმავს. საინტერესოა, რომ ბიჭის უფროსი დაც გამორჩეულ უნარებს ავლენს. ნაინა ჯაისვალმა სადოქტორო ნაშრომზე მუშაობა 16 წლის ასაკში დაიწყო.
მოამზადა თეა ინაშვილმა
წყარო: lenta
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი ქიმიაში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ვიცით, რა უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ახალ წიგნებში რა იქნება, ეგ არ ვიცით – მასწავლებელი გამოწვევის წინაშეა“
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები ისტორიაში
by ARIS.GE-განათლება