„ინფექციის გამოვლენისას, სკოლები დაიხურება თუ მხოლოდ ერთი სართული, ადმინისტრაცია ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით გადაწყვეტს“
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ შემთხვევებში, როდესაც სკოლაში ინფექცია გამოვლინდება, გადაწყვეტილება, სკოლის მთლიანად ან ნაწილობრივი დახურვის შესახებ სკოლის ადმინისტრაციამ და ეპიდემიოლოგებმა შეთანხმების საფუძველზე უნდა მიიღონ.
ამის შესახებ მან მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებთან ბრიფინგისას განაცხადა.
,,მოგეხსენებათ სწავლა დაიწყო გუშინ, I-VI კლასელები მივიდნენ სკოლაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ყველა სკოლაში უნდა დაიცვან ის წესები რაც შემუშავებულია. თუ რამე ხდება, რა თქმა უნდა ინფიცირების შემთხვევა, ამაზე იყო დღეს საუბარი, გადაწყვეტილება თუ რა უნდა იყოს სკოლის დახურვა, სართულის დახურვა, კლასის დახურვა თუ რაც ეს უნდა იყოს მიღებული სკოლის ხელმძღვანელობის და ეპიდემიოლოგების ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან