„ინკლუზიური განათლების მიმღები ბავშვებისთვის ქცევის მართვა და სასწავლო პროცესის დამოუკიდებლად ორგანიზება გამოწვევად რჩება“
პანდემიის პირობებში სკოლის მიღმა, დისტანციურად, სწავლებამ განსაკუთრებით პრობლემები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს შეუქმნა. მათთვის განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდა. გამოწვევების წინაშე დადგნენ სპეციალური მასწავლებლებიც, რაზეც EDU.ARIS.GE ხშირად წერდა.
როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ამ მიმართულებით გამოწვევების და პრობლემების დასადგენად კვლევა („ინკლუზიური განათლება პანდემიამდე და პანდემიის პირობებში“) ჩატარდა. როგორც კვლევით დადგინდა, სახლის პირობებში ბავშვის ქცევის მართვა და სასწავლო პროცესის დამოუკიდებლად ორგანიზება გამოწვევად რჩება. კვლევაში, რომელიც ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ მიერ განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა მონაწილეობა 718 სკოლის 1406 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელმა მიიღო.
კვლევის შედეგები განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ საერთაშორისო ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ონლაინ შეხვედრისას გააცნო. მინისტრის მოადგილის თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი პროექტების განხორციელება.
EDU.ARIS.GE კვლევის დეტალებით აუცილებლად დაინტერესდება და მკითხველს დაწვრილებით გააცნობს კონკრეტულად რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ დისტანციური სწავლებისას ინკლუზიური განათლების მიმღები პირები და პროცესში ჩართული ადამიანები.
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, ვისი ავტორობით დაიწერა და რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)
by ARIS.GE-განათლება