პასუხი 2020 წლის აბიტურიენტებს მეორე სემესტრის მასალაზე: შინაარსობრივი ცვლილება ტესტებში არ იქნება
2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები, გარკვეული გამონაკლისების გარდა, სამ სავალდებულო საგანს ჩააბარებენ. ესენია: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, მათემატიკა ან ისტორია. Covid-19-ის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ ეროვნული გამოცდების საგნებში მე-12 კლასის მეორე სემესტრის მასალა შეტანილი არ იქნებოდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე აცხადებს, რომ ეროვნული გამოცდების თემატიკა ძირითადად ორიენტირებულია მონაწილის სააზროვნო უნარების შემოწმებაზე, ამიტომ ტესტების შინაარსობრივი ცვლილება დაგეგმილი არ არის.
„აბიტურიენტები ჩვეულებრივ რა ფორმატითაც ემზადებოდნენ, გააგრძელებენ მომზადებას, შინაარსობრივად ამ ეტაპზე არაფერი არ იცვლება, იყო ბევრი კითხვა ბოლო სემესტრის მასალაზე. პროგრამა არ იცვლება იქედან გამომდინარე, რომ ძირითადად სააზროვნო უნარების შემოწმებაზეა ეს ტესტები, შესაბამისად პროგრამა იგივე რჩება და აბიტურიენტებმა კვლავ უნდა გააგრძელონ მზადება, როგორც აქამდე. მათ ვთხოვ, რომ დამშვიდდნენ, ემოციებს არ აყვნენ და იმაზე კონცენტრირდნენ, რომ იმეცადინონ, რაც შეეხება მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებას მაქსიმალურად ვეცდებით, რომ უზრუნველვყოთ“, – აცხადებს სოფიო გორგოძე.
2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. მათი რიცხვი, არსებული ეპიდსიტუაციის გამო, წინა წლებთან შედარებით არ შემცირებულა.
-
2026 წლის საგრანტო გამოცდაზე როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები გავლენ – სავარაუდო ვადები დასახელდა
by ARIS.GE-განათლება
-
„უნდა გამოცხადდეს სტუდენტთა რეგისტრაცია სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად“ – დეტალები
by ARIS.GE-განათლება
-
როცა ცვლილება გაურკვევლობას ბადებს – ერთი პედაგოგის ხედვა
by განათლებული ბლოგი