„კაცებისთვის მათემატიკის სწავლა უფრო ადვილია, ქალს უჭირს“ – მშობლების სტერეოტიპული მიდგომები მათემატიკის გამოცდის დროს
დღეს 2020 წლის აბიტურიენტებმა გამოცდა მათემატიკაში ჩააბარეს.
“მათემატიკა უფრო ბიჭებს აინტერესებთ”, “ბიჭებს უფრო სხვანაირი ტვინი აქვთ, სხვანაირად ჭკვიანები არიან”, “კაცებისთვის მათემატიკის სწავლა უფრო ადვილია, ქალს უფრო უჭირს, რა თქმა უნდა” – მსგავს ფრაზებს, თანაც არცთუ იშვიათად, დღეს, საგამოცდო ცენტრებთან შეკრებილი მშობლებისგან მოისმენდით.
როგორც აღმოჩნდა, სტერეოტიპული მიდგომები იმასთან დაკავშირებით, რომ ტექნიკური საგნები და პროფესიები უფრო “ბიჭების საქმეა”, საზოგადოების ნაწილში ჯერ კიდევ ფესვგამდგარია. მშობლები (ძირითადად დედები), რომლებიც საგამოცდო ცენტრებთან შვილების გამოსვლას უცდიან, აბსოლუტური დარწმუნებით საუბრობენ იმაზე, რომ მათემატიკა, ფიზიკა და მსგავსი ტექნიკური საგნები, ისევე როგორც სამეცნიერო პროფესიები, ბიჭებისთვის უფროა განკუთვნილი და ამას იმით ხსნიან, რომ “ბუნებრივად” ქალის ტვინი სხვანაირადაა მოწყობილი, კაცის კი – სხვანაირად და ამ უკანასკნელებს ათვისებისა და დამახსოვრების განსაკუთრებული, თანდაყოლილი ნიჭი აქვთ.
“ჩემთვის მათემატიკა ჩინურია” – გადაულაპარაკა ერთმა ქალბატონმა მეორეს. “ქალებისთვის ეგრეა” – იყო პასუხი.
ერთ-ერთი მშობელი კი იმასაც ყვებოდა თუ როგორ ცდილობდა საკუთარი გოგონას გადარწმუნებას ჩასაბარებელ საგნებს შორის მათემატიკის არჩევისას, თუმცა არაფერი გამოუვიდა.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება