კერძო საბავშვო ბაღების მომსახურება 20%-ით გაძვირდა
Covid-19-ის პანდემიის გავლენისა და პროდუქტების გაძვირების გამო, კერძო ბაგა-ბაღებში გადასახადი 20%-ით გაიზარდა. ამის შესახებ კერძო ბაგა-ბაღების ასოციაციის ხელმძღვანელმა პავლე ქალიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, იმის გამო რომ კერძო ბაღების საქმიანობა ნახევარი წელია შეჩერებულია, ამ ბიზნესში ჩართულმა პირებმა დიდი ზარალი ნახეს. გარდა ამისა, ახალი რეგულაციების თანახმად, ბაღებს დამატებითი ინვენტარის შეძენა მოუხდათ, რაც ბუნებრივია ხარჯებზე აისახა. თუმცა, პერსონალის შენარჩუნება ასოციაციის წევრმა ყველა სკოლამდელმა დაწესებულებამ შეძლო.
რაც შეეხება ბაღებში ბავშვების რაოდენობას, როგორც ასოციაციაში ამბობენ, შრომის უსაფრთხოების პროტოკოლში გაწერილი მოთხოვნების შესაბამისად, ბაღებში ბავშვების რაოდენობა განახევრებულია. ამასთან 30%-50%-მდეა შემცირებული მოთხოვნა მომხმარებლების მხრიდანაც.
პავლე ქალიაშვილის განცხადებით, იმის გამო, რომ მთავრობამ ბაღების გახსნის თარიღი რამდენჯერმე შეცვალა, კერძო ოპერატორებს მძიმე ფინანსური პრობლემები შეექმნათ.
საქართველოს სკოლამდელ დაწესებულებებში, გარდა აჭარის რეგიონისა, სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს აღდგა.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან