კერძო სკოლებს სასწავლო წლის 15 სექტემბრამდე დაწყების შემთხვევაში, პირველკლასელთა ასაკის გადახედვა მოუწევთ
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კერძო სკოლა სასწავლო პროცესს 15 სექტემბრამდე დაიწყებს, მაგალითად 2020 წლის პირველ სექტემბერს, პირველ კლასში 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებულ ბავშვს ვერ მიიღებს.
„სასწავლო პროცესი დაიწყება 15 სექტემბერს საჯარო სკოლებში, ხოლო კერძო სკოლებს აქვთ უფლება სასწავლო წელი დაიწყონ უფრო ადრე, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ, თუ კერძო სკოლა იწყებს პირველ სექტემბერს სწავლას, მაშინ 1 სექტემბრამდე უნდა იყოს ის ბავშვი დაბადებული. შესაბამისად ამ რეგულაციას თუ მიყვება კერძო სკოლა ის მიიღებს უფლებას განათლების სამინისტროსგან რომ სწავლა დაიწყოს იმაზე ადრე, ვიდრე არის 15 სექტემბერი“, – განაცახადა მინისტრის მოადგილემ „რუსთავი2“-თან საუბარში.
მოქმედი რეგულაციებით სკოლის პირველ კლასში შეიძლება ჩაირიცხოს მოზარდი, რომელსაც სწავლის დაწყების დღისთვის უსრულდება 6 წელი, შესაბამისად თუ კერძო სკოლა სწავლას მაგალითად პირველ სექტემბერს დაიწყებს, პირველ კლასში მხოლოდ იმ ბავშვების მიღების უფლება ექნება, რომლებსაც იმ მომენტისთვს შეუსრულდა 6 წელი. ეს შეზღუდვა ბუნებრივია არ ვრცელდება 2-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოზარდებზე და ეხება მხოლოდ პირველ კლასს.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება