„კლასებში შესაძლებელი იქნება დისტანცირება და პირბადის გამოყენების ეფექტურობაც“ – მარინა ეზუგბაია სწავლის განახლებაზე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ სკოლებში შერეული სწავლების აღდგენის შემდეგ, უსაფრთხოების რეგულაციების დაცვა უფრო მარტივად მოხერხდება.
„ასეთი კონფიგურაციით, ანუ დღეგამოშვებით, გაყოფილი კლასების დასწრება სკოლაში და მეორე ნახევრის ონლაინ რეჟიმში სწავლება არის ის საშუალება, რომელიც რეგულაციებს გაამყარებს. ამ კლასებში შესაძლებელი იქნება დისტანცირება და პირბადის გამოყენების ეფექტურობაც“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, მსოფლიოში დღეს არსებული სიტუაცია ვერ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ქვეყანაში შემთხვევები აღარ დაფიქსირდება.
„იმის თქმა, რომ ჩვენთან შემთხვევები არ იქნება, ეს, რა თქმა უნდა, არასერიოზულია. ხომ ხედავთ, ჩვენ გარეშემო ქვეყნები რა დღეში არიან. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ არსებული სიტუაცია, ამისთვის ჩვენი ყველა რეგულაცია, ჩემი აზრით, სრულყოფილია. ახალ-ახალი რეგულაციები ემატება, რადგან შემდგომშიც დარჩეს ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებული კონტროლირებადი სიტუაცია“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს განაცხადა, რომ მუშაობენ სკოლებში სწავლის შერეული მოდელის შემოღებაზე, რაც ონლაინ სწავლების და საკლასო მეცადინეობების მონაცვლეობას ითვალისწინებს.
განათლების, მეცნიერების,კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ კი აღნიშნა, რომ დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იძლევა იმის საშულებას, რომ 15 სექტემბერს სკოლებმა მოსწავლეები მიიღონ, თუმცა გადაწყვეტილება იმ ეპიდემიოლოგიური რეალობის მიხედვით იქნება მიღებული, რომელიც სწავლის დაწყების დროს ქვეყანაში გვექნება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 010 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 885 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება