კონდიციონერები იმუშავებენ მხოლოდ გამოცდების დაწყებამდე და მათ შორის – პაატა იმნაძის თხოვნა აბიტურიენტებს
“2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამწუხაროდ გამოცდის მიმდიარეობის დროს კონდიცირება არ იქნება, რადგან ამ ეტაპზე ასეთი კონდიცირების გამოყენება არ შეიძლება”, – ამის შესახებ განცხადება მთავრობის სხდომაზე გამართული ბრიფინგის ფარგლებში პაატა იმნაძემ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა.
მისი განმარტებით, ეს საკითხი, ანუ კონდიციონერის გამოყენება გამოცდის პროცესისას გადაიხედება იმ შემთხვევაში, თუ შეიცვლება გლობალური რეკომენდაცია. თუმცა საგამოცდო სექტორი და ცენტრი კონდიცირებით განიავდება გამოცდის დაწყებამდე და ასევე გამოცდებს შორის. თავად გამოცდის დროს კი, ღია იქნება ფანჯრები და ასე მოხდება განიავება.
პაატა იმნაძემ თხოვით მიმართა აბიტურიენტებს, რომ გაითვალისწინონ წინასწარ გაწერილი წესები და დაბეჯითებით თხოვა მათ რომ თავად მოიტამნონ საჭირო გელიანი კალამი.
მან ასევე ურჩია აბიტურიენტებს რომ ნუ მოიტანენ ზედმეტ ნივთებს გარდა წინასწარ დაწესებულებისა, დაიცვან წესები.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან