კორონავირუსის გამო 1,5 მილიარდი ადამიანი სასწავლო დაწესებულებაში არ დადის
მსოფლიოს 165 ქვეყანაში სკოლები და უნივერსიტეტები ვირუსის SARS-CoV-2 გავრცელების გამო დაიხურა. უსაფრთხოების ეს ზომა უკვე 1,5 მილიარდ მოსწავლესა და სტუდენტს შეეხო.
ეს მონაცემები 26 მარტს, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. იუნესკოს გენერალური დირექტორის, ოდრი აზულეს თქმით, სასწავლო პროცესი ასე მკაცრად აქამდე არასოდეს დარღვეულა.
შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად ორგანიზაციამ განათლების საკითხებში გლობალური კოალიცია შექმნა. მასში მთავრობების წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ფონდები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბიზნესისა და მედიაკომპანიების წარმომადგენლები არიან გაერთიანებულნი. კოალიციის მთავარ მიზანს საგანგებო მდგომარეობაში ინფორმაციის გაცვლა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება წარმოადგენს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ სკოლებისა და უნივერსიტეტების უმრავლესობა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ამისათვის სასწავლო დაწესებულებები ინტერნეტ, სატელევიზიო და რადიო გადაცემებს იყენებენ.
მოამზადა თეა ინაშვილმა
წყარო: dw.com/ru
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან