კორონავირუსის გავრცელების გამო საფრანგეთსა და ჩინეთში სკოლები ხელმეორედ დახურეს
Covid-19-ით ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობის შემცირებასთან ერთად რამდენიმე სახელმწიფომ სასწავლო პროცესის განახლება გადაწყვიტა. სპეციალურად შემუშავებული თავდაცვის ნორმების გათვალისწინებით, მოსწავლეები სკოლაში დაბრუნდნენ, თუმცა რამდენიმე ქვეყანას სასწავლო დაწესებულებების ხელმეორედ დახურვა მოუწია.
საფრანგეთის რამდენიმე რეგიონისთვის საკარანტინო შეზღუდვების მოხსნა ადრეული აღმოჩნდა. სკოლების მესამედის გახსნიდან ერთი კვირის შემდეგ, ახალი ინფიცირებულების გამო ქვეყნის სამხრეთით მდებარე რვა სკოლა ისევ დაიხურა. ტესტირების შედეგად ვირუსი 70 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ინფორმაციას ფრანგული და საერთაშორისო მედია ავრცელებს. საფრანგეთის განათლების მინისტრის თქმით, ბავშვების უსაფრთხოებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესი კვლავ გადაიდო.
ანალოგიური სიტუაცია ჩინეთის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში განმეორდა, სადაც 108 მილიონი ადამიანი საკარანტინო პირობებში დააბრუნეს. მას შემდეგ, რაც გასულ დღე-ღამეში რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა დააფიქსირდა, ხელისუფლებამ კარანტინის დაბრუნების გადაწყვეტილება ოპერატიულად მიიღო. პირველ რიგში აქ ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა და სკოლები ხელმეორედ დაიხურა. მთავრობს წევრების თქმით, ახლა შეზღუდვების მოხსნის პროცესს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
მოამზადა თეა ინაშვილმა
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება