„კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესში პედაგოგებიც ჩაერთვებიან“ – განათლების მინისტრის მოადგილე
განათლების, მეცნიერების კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავიირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება, ამ ნაწილში მასწავლებლებიც ჩაერთვებიან.
„ამასთან დაკავშირებით გვაქვს აქტიური თანამშრომლობა ჯანდაცვის სამინისტროსთან, დღესდღეობით ტესტის ჩატარება არის უფასო და სავალდებულო, ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, მასწავლებლებს ვეხმარებით მივიდნენ და მუდმივად მოხდეს მათი პისიარ ტესტირება და მეორეს მხრივ ეს არის გრიპის ვაქცინაცია, როდესაც უკვე შემოვა ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგო აცრა, ამ ნაწილშიც მასწავლებლები იქნებიან ჩართულები“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.
საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციის დანერგვასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიაა შექმნილი, რომლის სხდომაც დღეს გაიმართა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კომისიამ უკვე განსაზღვრა პრიორიტეტული ნუსხა, რომლის დამტკიცებაც მთავრობის სხდომაზე მოხდება.
„იმისთვის, რომ ქვეყანაში გაჩნდეს მყარი იმუნური ფენა, იგეგმება, რომ მოსახლეობის 60% უნდა იყოს აცრილი. ამ ეტაპზე განიხილება 18 წლის ასაკის ზემოთ კატეგორია“, – განცხადა ამირან გამყრელიძემ.
-
II-VI კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება იგვიანებს?
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა უწყებაში სამოხელეო დანაშაულების სავარაუდო ფაქტებზე მოკვლევა დაიწყო
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს
by ARIS.GE-განათლება