მანდატურის სამსახურის დებულებაში ცვლილება განხორციელდა – ბრძანება
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
ცვლილება შეეხო ბრძანებაში მოცემულ მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტსა და მე-12 მუხლის „გ“ ქვეპუნქტს. ცვლილების მიხედვით, მანდატურის სამსახური საჭიროების შემთხვევაში საკუთარი უფლებამოსილების ჯეროვნად განხორციელების მიზნით ითანამშრომლებს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან და უზრუნველყოფს მათთან მონაცემთა გაცვლას.
აქამდე ამ უფლება-მოვალეობას მანდატურის სამსახური ახორციელებდა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, ცვლილების თანახმად კი მანდატურის სამსახური აქტიურად ითანამშრომლებს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან.
ცვლილების შესახებ ბრძანებას ხელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს. ბრძანება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე.
იხილეთ ბრძანება
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება