მასწავლებელთა გარე და დისტანციური დაკვირვების გაკვეთილის შეფასების რუბრიკები
როგორც ცნობილია, მასწავლებლების გარე დაკვირვების პროცესი მიმდინარეობს, ასევე გარე დაკვირვება გაკვეთილებზე ხორციელდება დისტანციურადაც.
წარმოგიდგენთ მასწავლებელთა გარე და დისტანციური დაკვირვების გაკვეთილის შეფასების რუბრიკებს:
დისტანციური გაკვეთილის შეფასების რუბრიკა
გარე დაკვირვების გაკვეთილის შეფასების რუბრიკა
ამასთან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი იმ პედაგოგებისთვის ვინც დარეგისტრირდა გარე დაკვირვების გასავლელად, განმარტებას აკეთებს:
“შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იმ პედაგოგებს რომლებთანაც დაგეგმილი იყო პირისპირ ფორმატში გარე დაკვირვება და სკოლა გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმში, ეძლევათ შემდეგი შესაძლებლობა: ან გაიარონ გარედაკვირვება იმ ფორმატში, რომელი ფორმატითაც მუშაობს სკოლა (დისტანციურად), ან გადაუვადდებათ გარე დაკვირვება დეკემბერში, იმ საგაკვეთილო ფორმატით, რომელიც იმ კონკრეტული კლასის გეგმით იქნება გათვლილი. და თუ დეკემბერში არ იქნება პირისპირ სწავლების ფორმატი, იგეგმება ცვლილება, რომ მათ საშუალება მიეცეთ პროცესი გაიარონ დისტანციურად ან კვლავ გადაავადონ მეორე სემესტრში. ვადის ცვლილების სურვილის შემთხვევაში უნდა მოგვმართოთ წერილობით”, – აცხადებენ მასწავლებლის სახლში.
-
სკოლის ექიმად დასაქმებისას პრიორიტეტი მიენიჭება ამ სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობას – ცვლილება კანონში
by ARIS.GE-განათლება
-
ქართველ ახალგაზრდებში რუსეთში განათლების მიღების პერსპექტივების პოპულარიზაციას ეწევიან – რას წერს სუსი საკუთარ ანგარიშში
by ARIS.GE-განათლება
-
მასწავლებელი სასკოლო ფორმებზე: „ჩვენს საზოგადოებას უჭირს განსხვავებულობის მიღება – როცა ფორმები არაა, სკოლაშიც უნდა შეეგუო ამას და არ უნდათ“
by ARIS.GE-განათლება