მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე ბრძანებაში ცვლილება შევიდა
სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება საგანმანათლებლო რესურსცენტრებს მიენიჭა.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის ბრძანების თანახმად, ცვლილება შევიდა „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ ბრძანების მე-11 მუხლის მე-7 პუნქტში, რომლის თანახმადაც სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას ამიერიდან სამინისტროს ნაცვლად საგანმანათლებლო რესურსცენტრი მიიღებს.
კონკრეტულად ბრძანების აქამდე არსებული რედაქციის თანახმად, „სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული პირებისა (გარდა მასწავლებლისა და საინფორმაციო მენეჯერისა) და სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეების სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 10 საგაკვეთილო საათს. საინფორმაციო მენეჯერის სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 16 საგაკვეთილო საათს.“ ამ პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით, გამონაკლისი დაიშვებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.
უკვე განხორციელებული ცვლილების თანახმად, ამ გამონაკლისის დაშვების შესახებ, გადაწყვეტილების მიღების უფლება რესურსცენტრებს გადაეცა.
„მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით, გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იმ ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესურსცენტრთან შეთანხმებით, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საჯარო სკოლა“, – ვკითხულობთ მინისტრის ბრძანებაში.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
ცნობილია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები, ტესტი და სწორი პასუხები – გამოცდები 2026
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
გამოქვეყნდა გამსვლელი ქულა ლიტერატურაში, შეფასების სქემა და აბიტურიენტთა შედეგები – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
„მესამე სემესტრიდან სტუდენტისთვის დაფინანსების შემცირებას ერთადერთი მიზეზი აქვს“
by ARIS.GE-განათლება