მასწავლებლების ნაწილი კომპეტენციის დადასტურების გამოცდას ნოემბერში ჩააბარებს – გადაწყვეტილება
არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაცია სექტემბრიდან დაიწყება.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდებს მიმდინარე წლის ნოემბერში ჩაატარებს.
„აღნიშნული გადაწყვეტილებით არაქართულენოვანი სექტორის პრაქტიკოს მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ შესაძლებლობა, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მიზნით, დაადასტურონ საგნობრივი კომპეტენცია და გაიარონ პროფესიული უნარების გრძელვადიანი ტრენინგ კურსი, ხოლო პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, აიმაღლონ სტატუსი 2026 წლის 1-ელ იანვრამდე“, – წერია სამინისტროს 27 აგვისტოს ინფორმაციაში.
-
რა უნდა იცოდეს მოსწავლემ უცხოურ ენაში საბაზო საფეხურზე – სტანდარტი დამტკიცდა
by ARIS.GE-განათლება
-
რას მიაქცევს ყურადღებას შეფასების კომისია და როგორ დავწეროთ მასწავლებლის წინსვლისთვის სავალდებულო ხედვა – ინსტრუქციები ტრენერისგან
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლის დირექტორობის კანდიდატთა ტესტირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს – ბრძანება
by ARIS.GE-განათლება