მასწავლებლებს ელექტრონულ ჟურნალში ცვლილებების შეტანის ვადა წლის ბოლომდე ექნებათ
როგორც ცნობილია, ელექტრონული ჟურნალის ხარვეზით მუშაობის გამო, განათლების სამინისტრომ მასწავლებლებს ბაზაში ნიშნების ხელახლა შეტანის შესაძლებლობა მისცა.
„გამომდინარე იქიდან, რომ სკოლის ელექტრონული ჟურნალი საპილოტე რეჟიმში დანერგილია ყველა საჯარო სკოლაში და არსებობდა ფუნქციონალთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები, მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მთელი სემესტრის განმავლობაში დაწერილი შეფასებები ასახონ ელექტრონულ ჟურნალში“, – აღნიშნული იყო უწყების წერილში, რომელიც პედაგოგებმა მიიღეს.
მასწავლებლები ითხოვდნენ ცვლილებების შეტანისთვის არდადეგების დღეების გამოყენების უფლება ჰქონოდათ, თუმცა როგორც EDU.ARIS.GE-მ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გაარკვია, ამ პროცედურის შესასრულებლად მათ ვადა მხოლოდ წლის ბოლომდე აქვთ.
ელექტრონული ჟურნალი საჯარო სკოლებისთვის სავალდებულო მიმდინარე სასწავლო წელს გახდა. პედაგოგების გარდა, ელექტრონული პლატფორმით სარგებლობის შესაძლებლობა მოსწავლეების მშობლებსაც აქვთ.
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტროს რომელ პროგრამებს აქვს დაბალი ათვისება – აუდიტის სამსახურის დასკვნა ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება