მასწავლებლებს პედაგოგიური პრაქტიკის კვლევები შეუფასდათ – რა ვადებშია შესაძლებელი ხარვეზების გამოსწორება
მასწავლებლებს, რომლებსაც წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად სავალდებულო აქტივობა, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა განხორციელებული ჰქონდათ, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა უკვე შეუფასა და პასუხები სკოლებს გადაუგზავნა.
როგორც მასწავლებლის პროფესიის რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერმა ქრისტინე ინგოროყვამ საკუთარი Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა, მასწავლებლებს ვისაც უარყოფითად შეუფასდა კვლევა, ხარვეზების გამოსასწორებლად დრო მიეცემათ:
„იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსაც საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა უარყოფითად შეუფასდა, ელექტრონულ სისტემაში პრაქტიკის კვლევის დოკუმენტების განთავსების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 15 მაისიდან 2020 წლის 19 ივნისის ჩათვლით პერიოდი.
ამ ეტაპზე შემოწმებულია იმ პირების კვლევებიც, რომლებიც შეფასების ჯგუფების მიერ შეფასდნენ დეკემბერში, ცენტრის დირექტორის №265 (19/11/2019) ბრძანების პუნქტი დ-ს შესაბამისად.
თითოეული კვლევის პასუხი, დადებითიც და უარყოფითიც, უკვე გადაგზავნილია სკოლებში და თუ აკმაყოფილებდით წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ჯერ არ მიგიღიათ პასუხი, აუცილებლად გადაამოწმეთ რესურსცენტრში.
ჯანმრთელობას და წამატებას გისურვებთ ყველას“, – წერს ქრისტინე ინგოროყვა.
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება