მასწავლებლები და მოსწავლეები ინტერნეტს წელსაც შეღავათიანი პირობებით მიიღებენ
მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაშიც ისარგებლებენ. სამი უმსხვილესი ინტერნეტპროვაიდერი – შპს „მაგთიკომი“, შპს „ვიონ საქართველო“ (ბილაინი) და სს „სილქნეტი“, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20GB-ან მაღალხარისხიან მობილურ ინტერნეტ პაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება, ამ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე – www.mobile.emis.ge მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი.
ვებგვერდი მხოლოდ 15 სექტემბრიდან ამოქმედდება და სწავლა 15 სექტემბერს უკვე იწყება.
ასევე იხილეთ:
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„სექტემბერში უმაღლესი განათლება გაიაფდა, საშუალო განათლება კი გაძვირდა“ – საქსტატის უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
2030 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობა 70 ათასამდე უნდა გაიზარდოს – კიდევ რა გეგმა აქვს მთავრობას
by პროფესიული განათლების ამბები