მასწავლებლის გამოცდაზე 19 600-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა – როგორი იქნება საგამოცდო პროცესი
2020 წლის მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდისთვის 19 600 აპლიკანტი დარეგისტრირდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის მიუხედავად, გამოცდის ჩატარების ვადებში ცვლლილება არ იგეგმება.
,,ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში ტარდება და მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება’, – აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება გამოცდის პროცესსა და მის მიმდინარეობას, გამოცდების ცენტრში აცხადებენ, რომ დაცული იქნება ყველა საჭირო ნორმა:
“სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობენ საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და მუდმივად გადიან კონსულტაციებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. ამ რეკომენდაციების შედეგად განისაზღვრება გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღები. საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მთავარი ამოცანაა, ერთი მხრივ, მაქსიმალურად დაიცვას გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მეორე მხრივ კი, საგამოცდო პროცესი სრულყოფილად წარმართოს”, – აცხადებენ გამოცდების ცენტრში.
2020 წლისთვის პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის 30 მარტის 10:00 საათიდან 30 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდებოდა.
-
ცნობილია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები, ტესტი და სწორი პასუხები – გამოცდები 2026
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
გამოქვეყნდა გამსვლელი ქულა ლიტერატურაში, შეფასების სქემა და აბიტურიენტთა შედეგები – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
„მესამე სემესტრიდან სტუდენტისთვის დაფინანსების შემცირებას ერთადერთი მიზეზი აქვს“
by ARIS.GE-განათლება