მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე მიღების წესში რიგი ცვლილებები შევიდა
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.
დოკუმენტის ახალი რედაქციის თანახმად დაზუსტდა გარკვეული ტერმინები და პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძვლები.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია:
ა) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება, ხოლო მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებლის შემთხვევაში – საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგნის გამოცდა, საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების ტესტირება ტარდება საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის შესაბამისად.“;
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია რომ 2021 წლის ბოლომდე აპლიკანტი შესაძლებელია იყოს ბაკალავრი ან ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.
„2021 წლის ბოლომდე აპლიკანტი შესაძლებელია იყოს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, ასევე მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებელი. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების საფუძველია იმ საგნის გამოცდის ჩაბარება, ხოლო პრაქტიკოსი მასწავლებლის შემთხვევაში საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება იმ საგანში, რომლის სწავლებაც სურს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირი, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია პირი ჩარიცხოს მის მიერ ჩაბარებული საგნის გამოცდის/საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების შესაბამის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამის მოდულზე“ – ვკითხულობთ მინისტრის ბრძანებაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ის პირები, რომლებმაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაადასტურეს საგნობრივი კომპეტენცია და ჩაირიცხნენ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულებად ჩაითვლებიან.
დოკუმენტის ახალ რედაქციაში დაზუსტებულია ასევე რამდენიმე ტერმინი:
აპლიკანტი
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებელი ან ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც მიღებული აქვს „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის (შემდგომში – ეროვნული სასწავლო გეგმა) შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი ან სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება (ამ შემთხვევაში აუცილებელია სრული ზოგადი განათლების ქონა), წარმატებით აქვს ჩაბარებული „საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის №193/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესით (შემდგომში – „საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესი“) გათვალისწინებული იმ საგნის გამოცდა/დადასტურებული აქვს კომპეტენცია იმ საგანში, რომლის შესაბამისი აკადემიური ხარისხიც/განათლებაც აქვს და დარეგისტრირდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე;“
საგნის გამოცდა
საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესით გათვალისწინებული საგნის გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შედეგად აპლიკანტი მოიპოვებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე გასვლის უფლებას;“;
საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება
საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის შესაბამისად დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია, რომლის შედეგად აპლიკანტი მოიპოვებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე გასვლის უფლებას.
დოკუმენტის ტექსტი დაზუსტდა პროგრამის ფარგლებში, უმაღლესი სასწავლებლების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების კუთხითაც.
„საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თითოეული საგნის მიხედვით განსაზღვრული ადგილების შეუვსებლობის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შეცვალოს საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თითოეული საგნის მიხედვით განსაზღვრული ადგილების რაოდენობა ისე, რომ არ შეიცვალოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ადგილების ჯამური რაოდენობა“, – ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- თუ აბიტურიენტი ხარ, ან სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებას გეგმავ, ეს უნდა იცოდე – ცვლილება ორ ბრძანებაში by ARIS.GE-განათლება
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება