მასწავლებლობის მსურველები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 9 ივლისიდან შეძლებენ – ინსტრუქცია
მასწავლებლობის მსურველები გამოცდას მიმდინარე წლის ზაფხულში 22-30 ივლისს ჩააბარებენ. დეტალური ინფორმაცია მითითებულია საგამოცდო ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც აპლიკანტები 9 ივლისის 12:00 საათიდან შეძლებენ.
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
გამოცდებში მონაწილე ბარათის ამოსაბეჭდად უნდა შევიდეს პირად სარეგისტრაციო სივრცეში ვებგვერდზე: online.naec.ge და დააჭიროს ბმულს „დაბეჭდე შენი ბარათი“.
საგამოცდო ბარათზე მითითებულია მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე, საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო და ასევე ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა გამოსაცდელმა.
იხილეთ საგამოცდო ცენტრების მისამართები
მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე დატანილი ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა აპლიკანტებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).
საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში და მისი ამობეჭდვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს გამოცდების დასრულებამდე.
იხილეთ გამოცდაზე მოქცევის წესები 2020 წლის გამოცდებში მონაწილეებისათვის
გამოსაცდელებმა გამოცდებზე უნდა იხელძღვანელონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით.
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება