მასწავლებლობის მსურველთა ტესტში არსებული შეცდომის გამო აპლიკანტებს 1 ქულა მოემატებათ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის 2020 წლის ტესტის 38-ე დავალების მესამე პუნქტის შეფასების სქემაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რის გამოც ყველა გამოსაცდელს ამ პუნქტში ექნება შეფასება 1 ქულა.
“ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გამოცდაში მონაწილე მასწავლებლობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის 2020 წლის ტესტის 38-ე დავალების მესამე პუნქტის შეფასების სქემაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რის გამოც ყველა გამოსაცდელს ამ პუნქტში ექნება შეფასება 1 ქულა.
ცვლილება ხვალ, 21 აგვისტოს, 12:00 საათიდან აისახება სისტემაში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოსაცდელებს ხელახლა გადაამოწმონ შედეგები ვებგვერდზე: online.naec.ge”, – აღნიშნულია გამოცდების ცენტრის ოფიციალურ გვერდზე.
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება