მე-12 კლასის ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა და ჩატარების განრიგი დამტკიცდა
XII კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების ჩატარების განრიგი დამტკიცდა.
ბრძანების მიხედვით:
ა) გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრაციის ვადა დადგინდეს 2020 წლის 23 ივლისიდან 2020 წლის 24 ივლისის ჩათვლით;
ბ) გამოცდის ჩატარების ვადა დადგინდეს 2020 წლის 30 ივლისიდან 2020 წლის 07 აგვისტოს ჩათვლით.
მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის გამოცდები ცენტრალიზებულად (საგანმანათლებლო რესურსცენტრებში), ელექტრონული ფორმით ჩატარდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა მიმართოთ თქვენი სკოლის რაიონულ საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება