მე-12 კლასის ექსტერნატის გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია
XII კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების ჩატარების განრიგი დამტკიცდა.
როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, ექსტერნატის გამოცდები ცენტრალიზებულად (საგანმანათლებლო რესურსცენტრებში), ელექტრონული ფორმით ჩატარდება.
იხილეთ განრიგი საგნების მიხედვით:
ინფორმაციისთვის, მეთორმეტე კლასის ექსტერნატის წესით დაძლევის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გამოცდები დამატებით ჩააბარონ მიმდინარე წლის ივნისშიც. მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევისთვის დამატებით გამოცდაზე რეგისტრაციის ვადად დადგინდა 2020 წლის 1-ლი ივნისიდან 2020 წლის 5 ივნისის ჩათვლით პერიოდი. ამ შემთხევაში კი ექსტერნატის გამოცდა ჩატარდება 2020 წლის 15 ივნისიდან 2020 წლის 24 ივნისის ჩათვლით პერიოდში.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება
