მე-9 – მე-12 კლასების ინგლისურის სახელმძღვანელოების შესაძენად 4-მილიონამდე ლარი დაიხარჯება
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო მე-9 – მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის სახელმძღვანელოების და რვეულების შესაძენად 3 მილიონ ნახევარ ლარზე მეტს გადაიხდის. შესაბამისი სატენდერო განცხადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ვებგვერდზეა განთავსებული და თანხმობაც გაცემულია. ინგლისური ენის სახელმძღვანელო, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ გრიფმინიჭებულია.
სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში კონკრეტული გამომცემლობისგან საჭიროა 74 300 ცალი წიგნის და 103 700 ცალი რვეულის შესყიდვა.
„პროგრამით დაგეგმილი აქტივობის განხორციელებისათვის, ექსკლუზიური უფლებამოსილების მქონე გამომცემლობისგან, შ.პ.ს. „ინგლიშ ბუქ ედუქეიშენი“, საჭიროა IX-XII კლასის ინგლისური ენის 74 300 ცალი სახელმძღვანელოს და 103 700 ცალი რვეულის შესყიდვა, რომლის ჯამური ღირებულება 2020 წელს ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით შეადგენს 3 665 900 ლარს (მათ შორის სახელმძღვანელოების ღირებულება – 1 535 300 ლარი, ხოლო რვეულების ღირებულება – 2 130 600 ლარი). შ.პ.ს. ,,ინგლიშ ბუქ ედუქეიშენი” არის გამომცემლობების Macmillan Education-ის, OXFORD University Press და Pearson-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, რაც დგინდება თანდართული ექსკლუზივის დამადასტურებელი დოკუმენტაციით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 16 დეკემბრის N1717397 წერილით ირკვევა, რომ IX-XII კლასების სახელმძღვანელოებზე გრიფირება უნდა გამოცხადდეს 2020 წელს. ამდენად, ახალი სახელმძღვანელოების გრიფირებამდე, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას დაუშვებელია სხვა სახელმძღვანელოს გამოყენება“, – ვკითხულობთ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელის დავთ ფარცვანიას წერილში, სადაც ის შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელებაზე თანხმობას ითხოვს.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება