მეტეხის საჯარო სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებას დაუბრუნდა – კორონავირუსი მოსწავლეებს დაუდასტურდათ
შიდა ქართლში, დისტანციური სწავლების რეჟიმზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის საჯარო სკოლა გადავიდა, მიზეზი სკოლაში კორონავირუსის დადასტურებაა.
როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრისას რეგიონის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, კორონავირუსი სამ მოსწავლეს დაუდასტურდა
არსებული ინფორმაციით, მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათი ყველა კონტაქტი კი მოძიებული. სიმონ გულედანის თქმით, ამავე მიზეზით, დღეიდან დისტანციურად ისწავლის ასევე სამთავისის სკოლის მეთერთმეტე კლასიც.
ცნობისთვის, შიდა ქართლში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში ჯამში ოთხ (მესამე, ფლავის, შავშვებისა და მერვე) სკოლაშია შეწყვეტილი. ხოლო ნაწილობრივ დისტანციური სწავლება მიმდინარეობს გორის პირველ საჯარო სკოლაში.
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება