მინისტრი: მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 2019 წლის სექტემბრიდან მოხდება, მაისში წარმოვადგენთ გეგმას
საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს უსმენს. როგორც მან განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა, სამინისტრო მაისში წარმოადგენს დეტალურ გეგმას პედაგოგების რეფორმასთან დაკავშირებით და უკვე სექტემბრიდან მოხდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ზრდა.
„პედაგოგების რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა ითვალისწინებს პირველ რიგში ბიუროკრატიის შემცირებას, მათ არ უნდა სჭირდებოდეთ ამდენი დროის ხარჯვა ბიუროკრატიის ბარიერების გადალახვაზე და მეტ დროს უნდა უთმობდნენ მოსწავლეებს. ვაპირებთ შევცვალოთ არსებული სქემა, რომელსაც არ მივყავართ შედეგებამდე და მივცეთ პედაგოგს საშუალება არა მხოლოდ გამოავლინოს საკუთარი ცოდნა, არამედ ის დაფასებული იყოს შესაბამის დონეზე.
ჩვენ მაისში უკვე წარმოვადგენთ მომზადებულ გეგმას, თუ როგორ განვახორციელებთ პედაგოგების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებს და ასევე ვისაუბრებთ შრომის ანაზღაურების ზრდაზე, რომელიც უკვე სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ბატიაშვილმა.
ბატიაშვილის რეფორმა – სიახლეები
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება