მინისტრის ბრძანებით სკოლის დირექტორის შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობები დაზუსტდა
განათლების მინისტრმა „საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმადაც სკოლის დირექტორის შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობები დაზუსტდა.
ტექსტის პირვანდელ რედაქციასთან შედარებით, ახალში დამატებულია მაგალითად ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი და ანაზღაურებადი და უფასო შვებულების ხანგრძლივობის წესი (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №114/ნ)
კონკრეტულად ცვლილებები შევიდა დოკუმენტის მე-4 მუხლში, რომელიც შემდეგი სახით ჩამოყალიბდა:
მუხლი 4. შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობები:
ა) შრომითი ხელშეკრულების სარეგისტრაციო ნომერი, მისი დადების თარიღი და ადგილი;
ბ) ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების მხარეთა შესახებ;
გ) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;
დ) შრომითი ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები, მათ შორის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს №4/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის“ 111 მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებით დადგენილი ფუნქციები, ამავე პუნქტებით დადგენილი წესით;
ე) სამუშაო დრო და დასვენების დრო;
ვ) სამუშაო ადგილი;
ზ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა;
თ) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი;
ი) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;
კ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა, ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და ამ შვებულებების მიცემის წესი;
ლ) მხარეთა პასუხისმგებლობის წესი;
მ) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი;
ნ) შრომითი ხელშეკრულების ეგზემპლართა რაოდენობა;
ო) შრომით ხელშეკრულებაზე ხელმომწერი მხარეების რეკვიზიტები;
პ) სხვა დამატებითი პირობები, რომელთა გათვალისწინება არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.
-
პედაგოგებმა შალვა პაპუაშვილს მიმართეს – „დამრიგებლის დანამატის ზრდა, ღირსეული პენსია, დაზღვევის გაუმჯობესება და სოციალური შეღავათები“
by ARIS.GE-განათლება
-
კითხვის უნარის განვითარების სირთულეები და მათი გადაჭრის გზები დაწყებით კლასებში – ის, რაც მშობელმა და მასწავლებელმა უნდა იცოდეს
by განათლებული ბლოგი
-
აბიტურიენტის მამა: „ამ რეფორმით 22 წლის ასაკში მივიღებთ მაგისტრებს, რომლებსაც ექნებათ ამბიცია და არ ექნებათ ნახევარი ცოდნაც კი“
by ARIS.GE-განათლება