მინისტრის მოადგილე – განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 62 მილიონი ლარით იზრდება
„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად 1.178.770.0 ლარი იქნება. რაც 2017 წლის ბიუჯეტთან შედარებით 62 მლნ ლარით მეტია“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისა და სპორტის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მათ შორის სამინისტროს ბიუჯეტი ზოგადი განათლებს მიმართულებით 30.9 მილიონი ლარით გაიზრდება. პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიმართლებით 8.4 მილიონო ლარით, ხოლო უმაღლესი განათლების დაფინანსება კი 7 მილიონ ლარამდე გაიზრდება.
კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების წინაშე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიაც წარსდგა. მისი თქმით, ზოგადი განათლების მიმართულებიზთ ბიუჯეტის ზრდა დადებითი ტენდენციების დამსახურებაა.
„გასულ წელთან შედარებით 10 ათასი ბავშვით მეტი მივიღეთ წელს სკოლებში. ამ ოდენობას ვვარაუდობთ მომდევნო წელსაც. შესაბამისად, ზრდა ბიუჯეტის ამ დადებითმა ტენდენციამაც განაპირობა. გარდა ამისა, ვზრდით მასწავლებლების დაფინანსებას და მათ შეუძლიათ აიმაღლონ როგორც კომპეტენცია, ასევე ხელფასები. 8 მასწავლებელია დღეს ვინც მიაღწია ხელფასის მაქსიმალურ ოდენობას. პროფესიულ განათლებას ჰყავს ნაკლები სტუდენტები, ვიდრე უმაღლეს დაწესებულებებს. დღეს კომპეტენტური სპეციალისტი უფრო კონკურენტუნარიანია, ვიდრე მრავალათასიან რაოდენობა დიპლომიანი ეკონომისტების. მაშინ როცა ინჟინერზე და ა.შ არის უზარმაზარი დაკვეთა, ესენი ვერ პოულობენ სამსახურს. ჩვენი მიზანია უმაღლესიდან გამოვიდნენ სტუდენტები და გადავიდნენ პროფესიულში. უმაღლესი განათლება უნდა იყოს უმაღლესი განათლება და არ უნდა ახდენდეს დიპლომიანი უსაქმურების გენერირებას“,- განაცხადა კომიტეტის სხდომაზე თეიმურაზ მურღულიამ.
დეპუტატების ნაწილი მიესალმება ბიუჯეტის ზრდას განათლების სამინისტროსთვის, თუმცა მათ მეორე ნაწილს ჰგონია, რომ იმ ფონზე როცა განათლება არის პრიოროტეტი, ეს თანხა მაიმც არასაკმარისია. კომიტეტმა ბიუჯეტის პროექტს პირველი მოსმენით კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა.
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება