მინისტრის მოადგილე მასწავლებლებს და დირექტორებს: ჩვენი დასკვნები და შეფასებები ასეთ სენსიტიურ თემებზე ჩვენთვის უნდა შევინახოთ
განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ირინე აბულაძე ლუკა სირაძის ტრაგიკულ გარდაცვალებას ახალი სკოლის მოდელის შესახებ გამართული ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა და დამსწრე საზოგადოებას, სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს მიმართა:
„ვეცდები, ჩემი ხედვით დავაკავშირო „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის საქმიანობა ამ ფაქტს რაც მოხდა და ზოგადად ამ თემას. ეს ტრაგედია, რომელიც ლუკა სირაძეს დაემართა და არა მხოლოდ მას, მის ოჯახს, ჩვენ და მთელ საზოგადოებას, მის მეგობრებს, არის კიდევ ერთი ნიშანი ჩვენთვის იმისა, რომ ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა იმისთვის, რომ მოსწავლე არ დარჩეს თავისი პრობლემების მიღმა მარტო. ამაში, რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი წვლილი: ოჯახსაც, საზოგადოებას, მედიას, თქვენ – დირექტორებს, მასწავლებლებს და ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ ჩვენი წვლილის გაცნობიერება და მუდმივად არ ვეძებოთ სხვა, რომელიც დამნაშავეა, ან უფრო მეტად დამნაშავეა, ვიდრე ჩვენ.
„რა თქმა უნდა, არავინ არავის არ უკრძალავს ამის განხილვას, თუმცა ამისთვის არის გამოძიება და ჩვენ უნდა ვისწავლოთ ეს, რომ არსებობს… ჩვენი დასკვნები ასე ვთქვათ და შეფასებები ასეთ სენსიტიურ თემებთან დაკავშირებით ჩვენთვის უნდა შევინახოთ და ვისწავლოთ, რომ სამართალდამცავებს თავის ფუნქცია აქვს, სასამართლოს თავის ფუნქცია აქვს და ჩვენ თავზე დავფიქრდეთ, ჩვენ რა შეგვეშალა, ჩვენ რა ვერ გავაკეთეთ კარგად, რა უნდა გავაკეთოთ უკეთესად. ამაზე უფრო მეტი დრო უნდა დავხარჯოთ, ვიდრე ისეთი დასკვნების გაკეთებაზე, რომელშიც კომპეტენტურები არ ვართ, ან შეიძლება არ ვიყოთ.
ეს ტრაგედია ძალიან დიდ კავშირშია სკოლაში რა ხდება ურთიერთობების თვალსაზრისით, არის თუ არა სკოლა მხარდაჭერაზე და დახმარებაზე ორიენტირებული. ხომ არ არის სკოლა დისკრიმინაციული. რა მეტყველებას იყენებს მასწავლებელი, რა ენით ესაუბრება ის მოსწავლეს, დირექტორი როგორ ესაუბრება მასწავლებელს, ან მშობელს. ეს ყველაფერი ქმნის სასკოლო კულტურას, რისი ტრანსფორმაციაც ჩვენ გვინდა არამხოლოდ ამ ერთი პროექტის ფარგლებში, ეს უნდა იყოს კომპლექსური“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირინე აბულაძემ.
ამავე თემაზე:
განათლების სამინისტრო: ფსიქოლოგები გარდაცვლილი ლუკა სირაძის სკოლელებთან მუშაობას გააგრძელებენ
პრემიერი განათლების მინისტრს ერთ კვირაში გეგმის წარდგენას ავალებს!
კერძო სკოლები საჯარო სკოლების მსგავსად რეგულაციებს დაექვემდებარება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება