მიხეილ ჩხენკელის გაზრდილი უფლებამოსილება საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან მიმართებაში
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უფრებამოსილება გაიზარდა. მის მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, რომლის საფუძველზეც ცვლილება შევიდა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპურ დებულებაში, მინისტრმა რესურსცენტრის ხელმძღვანელის გათვისუფლება პირადად უნდა გადაწყვიტოს.
კანონის მესამე მუხლს, რომელიც საგანმანათლებლო რესურსცენტრის მართვას ეხება ახალი, მე-5 პუნქტი დაემატა სადაც ვკითხულობთ:
„რესურსცენტრის უფროსისა და რესურსცენტრის საჯარო მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, დისციპლინური წარმოების დაწყების, შეწყვეტის, ვადის გაგრძელების, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების, მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში – დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულისთვის დასკვნის დასაბუთებული შენიშვნებით დაბრუნების, დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირი სამსახურიდან ჩამოშორების შესახებ და სხვა გადაწყვეტილებებს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს მინისტრი”, – ნათქვამია მიხეილ ჩხენკელის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„სექტემბერში უმაღლესი განათლება გაიაფდა, საშუალო განათლება კი გაძვირდა“ – საქსტატის უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
2030 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობა 70 ათასამდე უნდა გაიზარდოს – კიდევ რა გეგმა აქვს მთავრობას
by პროფესიული განათლების ამბები