მობილობის ფარგლებში უნივერსიტეტი 4 442-მა სტუდენტმა შეიცვალა – რომლებია მოთხოვნადი უმაღლესები
2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის მობილობის ფარგლებში უნივერსიტეტი 4 442-მა სტუდენტმა შეიცვალა.
სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სულ 10 605 განაცხადი დაფიქსირდა. განაცხადების საერთო რაოდენობიდან მობილობით გადასვლის უფლება პორტალმა მიანიჭა 4 442 სტუდენტს, ხოლო 6 163-ს უარი უთხრეს.
როგორც EDU.ARIS.GE – ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განუმარტეს, ჩვეულებრივ, წარუმატებელი მობილობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს სტუდენტის არასაკმარისად კონკურენტუნარიანი სკალირებული ქულა. სხვა მნიშვნელოვან მიზეზად სახელდება ასევე მობილობის საფასურის გადაუხდელობა.
რაც შეეხება, ყველაზე მოთხოვნად უნივერსიტეტებს, მობილობის წესით სტუდენტების მიღების მხრივ, წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ლიდერობს სადაც 683 სტუდენტი გადავიდა, 455 სტუდენტი მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, 322 სტუდენტი კი საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა.
მობილობის კუთხით ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტების ათეული ასე გამოიყურება:
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება
