„მოგვეცით გამოცდის მობილურით ჩაბარების უფლება!“ – აწსუ-ის სტუდენტებმა აქცია გამართეს
„მოგვეცით გამოცდის მობილურით ჩაბარების უფლება!“-ამ მოთხოვნით ქუთაისელმა სტუდენტებმა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია გამართეს.
როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს ადმინისტრაცია ფინალური გამოცდის მხოლოდ კომპიუტერის საშუალებით ჩაბარებას ითხოვს, რაც მათ პრობლემების უქმნის, რადგან ყველას კომპიუტერი არ აქვს.
თუმცა, როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, სტუდენტები ფინალური გამოცდის ჩაბარებას უნივერსიტეტშიც შეძლებენ, დისტანციურად ჩაბარების არჩევის შემთხვევაში კი, როგორც უნივერსიტეტი განმარტავს გამოცდის სრულფასოვნად ჩაბარება მხოლოდ კომპიუტერით არის შესაძლებელი, რადგან ტელეფონის შემთხვევაში პასუხები გვიანდება.
რატომ უწევთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ფინალური გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩაბარება, მაშინ როცა მთავრობის მიერ გაცხადდა, რომ ფინალური გამოცდების უნივერსიტეტებში ორგანიზება შესაძლებელი იქნება, ამის შესახებ ჩვენთან განმარტება გააკეთა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე შალვა კირთაძემ. მისი თქმით, რადგან უნივერსიტეტში სწავლის პროცესი უკვე დასრულებულია, ონლაინ გამოცდები 15 ივნისიდან დაინიშნა და ვისაც აქვს სურვილი გამოცდის ასე ჩაბარების, მათ ეს შესაძლებლობა აქვთ. ხოლო ყველა დანარჩენი სტუდენტისთვის ფინალური გამოცდების ჩაბარების პროცესი სასწავლო დაწესებულებაში საგამოცდო პროცესის დადგენილი წესის დაცვით 5 ივლისიდან დაიწყება.
„15 ივნისს ვიწყებთ გამოცდებს ონლაინ რეჟიმში. ის ბავშვები, რომლებიც ტექნიკური თუ ინტერნეტის პრობლემის გამო ვერ ჩააბარებენ გამოცდას ვაძლევთ საშუალებას მოვიდნენ 5 ივლისიდან უნივერსიტეტში და აქ ჩააბარონ, ორივე გამოცდა ტოლფასოვანია“, -აღნიშნა კირთაძემ.
მოამზადა ჟუკა ბანძელაძემ
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება