„მოსაზრებას, რომ 5G დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელებასთან, განათლების დაბალი საფეხურის მქონე ადამიანები ემხრობიან“
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი NDI კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ახალ კვლევას აქვეყნებს. როგორც კვლევის შედეგები აჩვენებს, განათლება, ასაკი და შემოსავალი საქართველოში ცრუ ინფორმაციის მიმართ დამოკიდებულებას ყველაზე კარგად პროგნოზირებს.
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, სიღრმისეული ანალიზის შედეგებით გამოვლინდა, რომ მაგალითად მოსაზრებას რომ 5G დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელებასთან, უმეტესად განათლების დაბალი საფეხურის მქონე ადამიანები ემხრობიან.
რაც შეეხება გამოწვევებს, რომლებიც კვლევის მიხედვით პანდემიის დროს ყველაზე მეტად გამოვლინდა, მათ შორის ერთ-ერთი დისტანციური სწავლების პრობლემაა.
„ფოკუს-ჯგუფებიდან გამოიკვეთა, რომ პანდემიის დროს ყველაზე დიდი გამოწვევა დისტანციური სწავლებაცაა“, – ვკითხულობთ კვლევაში.
აღნიშნული გამოკითხვა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან
