მოსწავლეებისთვის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში კონკურსს აცხადებს
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში აცხადებს კონკურსს მოსწავლეებისათვის: „ადამიანის უფლებების დაცვა, როგორც ხელშეუვალი ღირებულება!“
კონკურსის მიზანი: ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობისა და ამ სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, მათი მოქალაქეობრივი პოზიციის გაცნობა და წახალისება.
კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები:
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მე-11, მე-12 კლასების მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს;
მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ ესე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ადამიანის, მათ შორის, ბავშვთა უფლებების დაცვას, არსებულ რეალობასა და ამ სფეროში ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებს შეეხება; - ესე ავტორის მოსაზრებებს, ანალიზს, შეფასებებსა და არგუმენტებულ მსჯელობას უნდა ეფუძნებოდეს;
- მოსწავლეების ნაშრომებს შეაფასებს უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
- წარმოდგენილი ნაშრომი უნდა იყოს ქართულ ენაზე და მას უნდა ახლდეს ავტორის პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, ტელეფონი;
ესეს ტექნიკური მახასიათებლები:
ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში;
გვერდების რაოდენობა – არაუმეტეს 2 გვერდისა;
ფონტი: Sylfaen, ზომა – 12;
დაშორება – 1.15;
საკონკურსო პრიზები:
- I ადგილი – 40%-იანი სასწავლო გრანტი;
- II ადგილი – 30%-იანი სასწავლო გრანტი;
- III ადგილი – 20%-იანი სასწავლო გრანტი;
სამივე გამარჯვებული ნაშრომი გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუკგვერდზე; გამარჯვებული მოსწავლეების შესახებ მომზადდება გადაცემა, რომელიც TV 24-ის ეთერით გადაიცემა;
კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 10 დეკემბერი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე!
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2020 წლის 15 დეკემბერს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუკზე;
ნაშრომები უნდა გამოიგზავნოს ელ. ფოსტაზე: m.lomia@gruni.edu.ge, საკონტაქტო პირი: 599 776 771 მერი ლომია
იაქტიურეთ, შემოგვიერთდით და მოიპოვეთ სასწავლო გრანტის მიღების შანსი!
- GRUNI-ს ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს ბათუმის წარმომადგენლობაში წარადგინეს მოხსენება – „მედიაცია – დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმი“ by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი