მშობლების კითხვების პასუხად – როგორ უნდა გააქტიურდეს მოსწავლის ანგარში Microsoft Teams-ში
ონლაინ გაკვეთილების განხორცელების მიზნით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ, საჯარო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები Microsoft 365-ის პროგრამა Teams-ში იდენტიფიცირებულები არიან, თუმცა მათი ანგარიშების გააქტიურება ამ დრომდე გრძელდება.
მასწავლებლებისა და მშობლები ნაწილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ მათ სისტემაში შესვლისას გარკვეული შეფერხებები ექმნებათ, რადგან ზუსტად არ იციან რა პროცედურები უნდა შეასრულონ. ნაწილი კი უკვე გააქტიურებულია და დისტანციური მეცადინეობებიც მიმდინარეობს.
მოსწავლეების დიდ ნაწილს, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა აქვთ სკოლებისგან უკვე მიღებული აქვთ იუზერი და პაროლები, რისი საშუალებითაც TEAMS -ში შესვლას შეძლებენ.
პროგრამაში გასააქტიურებლად მოსწავლემ უნდა აკრიფოს მისამართი email.mes.gov.ge სადაც შეხვდება შემდეგი ველი Microsoft Teams -ში შესვლა. იუზერის ველში უნდა ჩაწეროთ სკოლის მიერ გამოგზავნილი თქვენი მეილი და გადახვიდეთ შემდეგ საფეხურზე, სადაც გამოვა პაროლის ველი. იქ წერთ დროებით პაროლს (ანუ მასწავლებლის მიერ გადმოგზავნილ პაროლს), ამის შემდეგ უკვე სისტემა მოგთხოვთ პაროლის შეცვლას და უნდა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ახალი პაროლი. ახალი პაროლი უნდა შედგებოდეს პირველი დიდი ასოსგან, მინიმუმ 4 ასოსგან, ერთი რიცხვის და ერთი სიმბოლოსგან, სიმბოლო შეიძლება იყოს წერტილი, ძახილის ნიშანი, დოლარი, დიეზი, პროცენტი (მაგ.: Ketevani23%). პაროლის შეცვლის შემდეგ სისტემა მოგთხოვთ ტელეფონის ნომრის და ელ.ფოსტის ვერიფიკაციას, რისი გააქტიურების შემდეგაც სისტემაში შედიხართ.
როგორ უნდა ჩაერთოთ გაკვეთილში და დაუკავშირდეთ მასწავლებელს დეტალური ინსტრუქციები და რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ იგივე საიტზე email.mes.gov.ge კატეგორიაში ინსტრუქციები instructions.
გარდა ამისა, შექმნილია Facebook-ის სპეციალური ჯგუფი, სადაც გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აღნიშნულ ჯგუფში, ტექნოლოგიების ექსპერტები და EMIS -ის წარმომადგენლები, საჯარო და კერძო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მშობლებს, სურვილის შემთხვევაში, დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის და პროგრამის გამოყენების სრულფასოვნად ათვისებაში დახმარებას უწევენ.
ყველა რაიონის მასშტაბით ასევე შექმნილია ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები პროგრამა Teams-ში, სადაც ტექნოლოგიების ექსპერტები ყველა მსურველ პედაგოგს მოხალისეობრივად უწევენ კონსულტაციას.
ათდღიანი სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში Microsoft Office 365-ის პროგრამა TEAMS-ის გამოყენების მაჩვენებელი 9 556 %-ით არის გაზრდილი.
ვიდეოინტსრუქციები:
- მასწავლებლის Teams-ში შესვლა და კლასის გააქტიურება
- შეტყობინების დატოვება ვიდეო ზარის წამოწყება
- კალენდარში მთელი კლასისთვის შეხვედრის ჩანიშვნა
- დაფის და პრეზენტაციის გაზიარება
- Files – საერთო ფაილებზე წვდომა
- Assingments დავალების გაგზავნა
- დავალების ნახვა და უკუკავშირი
- მოსწავლის შესვლა Teams-ში
- Teams აპლიკაციის გადმოწერა
- Teams ში კოდით შესვლა
- კოდის გენერირება
- ვიდეოს გაზიარება ხმით
- Activity
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება