GE

მწყემსი გოგონა, რომელიც საფრანგეთის განათლების მინისტრი გახდა – ნაჯათ ვალო-ბელქასემის შთამაგონებელი ისტორია

ერთ-ერთი ფრანგული გაზეთის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საფრანგეთის განათლების მინისტრი, ნაჯათ ვალო-ბელქასემი ქვეყანაში პოპულარობით მორე პოლიტიკური პირია.

მწყემსი გოგონას ისტორია, რომელმაც დასახულ მიზანს ყველა სირთულისა და წინაღობის მიუხედავად მიაღწია, არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ მსოფლიოში, შთამაგონებელი ბევრი ადამიანისთვის გახდა.

მაროკოელმა ემიგრანტმა გოგონამ საფრანგეთის განათლების მინისტრის წოდება თავისი მიზანსწრაფულობით, მონდომებითა და მამაცური ბრძოლით მიიღო. ყველა სირთულის მიუხედავად, გოგონა არასოდეს დანებებულა. მისი წარმატება სწორედ ამან განაპირობა.

ნაჯათ ბელქასემი წარმოშობით მაროკოდან არის. ბავშვობაში მუსლიმი მინისტრი ცხვრებს მწყემსავდა. ხუთი წლის ასაკში, მისი ოჯახი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. აქ მან პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი დაამთავრა.

2002 წელს ბელკასემი სოციალისტური პარტიის წევრი გახდა. 2007 წელს ის სეგოლენ რუაიალის მდივნად, მისი საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში მუშაობდა. 2012 წელს პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ის ქალთა უფლებების მინისტრად და მთავრობის სპიკერად აირჩია. 2014 წელს ნაჯათ ვალო-ბელქასემი საფრანგეთის განათლების მინისტრი გახდა. აღსანიშნავია, რომ ის ამ თანამდებობაზე დანიშნული პირველი ქალია.

თავისი წარმოშობის, დაბადების ადგილისა და რელიგიის გამო, ის კონსერვატორი პოლიტიკოსების მხრიდან სექსისტური და რასისტული კომენტარების სამიზნე გახდა. ნაჯათი არაერთხელ გახდა მათი ცილისწამების მსხვერპლი. პოლიტიკოსები მის ჩაცმულობასაც კი აკრიტიკებდნენ. ნაჯათმა გააგრძელა დასახული მიზნის მისაღწევად ბრძოლა. მათ ვერ გატეხეს მისი სულისკვეთება.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური