„მხოლოდ ჟანგბადს ვითხოვთ“ – აბიტურიენტები გამოცდაზე პირბადის გამოყენებას ქუთაისის მერიასთან აპროტესტებენ
“მხოლოდ ჟანგბადს ვითხოვთ” , “გთხოვ მასუნთქე”, – ამ სლოგანებით ქუთაისელმა აბიტურიენტებმა ქუთაისის მერიის წინ მდუმარე აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ეროვნულ გამოცდებზე დაწესებული მოთხოვნები, რაც პირბადის გამოყენების ვალდებულებას გულისხმობს მიუღებელია.
“როგორც აბიტურიენტი ვითხოვ, რომ გამოცდაზე არ იყოს პირბადე ან კონდიციონერი მაინც ჩაგვირთონ. მე ვაბარებ ოთხ საგანს. განსაკუთრებით ქართულის გამოცდაზე გამიჭირდება, რადგან სიცხეში 3-4 საათის განმავლობაში პირბადით გაჩერება შეუძლებელია. სწორედ ამას ვაპროტესტებთ მე და ჩემი თანატოლები”,-აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თენგო ამბროლაძემ.
შეგახსენებთ, რომ შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აპლიკანტის დაშვების ერთ-ერთი მთავრი პირობა პირბადის გამოყენება იქნება.
მოამზადა ჟუკა ბანძელაძემ
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება



