„მზად ვართ დავიწყოთ სააღმზრდელო პროცესი, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება“
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, საბავშვო ბაღების შემთხვევაში შერეული სწავლების მოდელი, რაც სექტემბრიდან ონლაინ და საკლასო მეცადინეობების მონაცვლეობას გულისხმობს, ვერ იმოქმედებს, შესაბამისად აღნიშნულ დაწესებულებებზე ზოგადი რეკომენდაციები უნდა გავრცელდეს.
„საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნაზე როდესაც ვსაუბრობთ, აქ საბავშვო ბაღებიც მოიაზრება. როდესაც სწავლა დაიწყება, ბაღებთან დაკავშირებითაც რეკომენდაციები არის იგივე, ზოგადი, რაც ყველა შემთხვევაში გვაქვს. რა თქმა უნდა, საბავშვო ბაღებში ონლაინ მექანიზმს ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს იქ, სადაც ბაღი იქნება განთავსებული. ამდენად, აქაც არის ის მექანიზმები, რაზეც ვიცით, რომ ვმუშაობთ – ინფექციის კონტროლის ზოგადი წესები“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
როგორც EDU.ARIS.GE-ს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში განუცხადეს, უწყებას ამ ეტაპზე რეკომენდაციების ან მითითებების შესახებ კონკრეტული დოკუმენტი არ მიუღია.
„რა ინსტრუქციასაც მოამზადებს ჯანდაცვა, ჩვენ შევასრულებთ და მზად ვართ დავიწყოთ სააღმზრდელო პროცესი თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული მთავრობის მიერ“,-აცხადებენ ბაგა-ბაღების სააგენტოში.
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის კონკრეტული რეკომენდაციები ახლო მომავალში გამოქვეყნდება. საზოგადოება საჯარო ბაღებთან ერთად, დიდი ხანია კერძო ბაღების გახსნასაც ითხოვს, რაც ჯერჯერობით, პანდემიის რისკებიდან გამომდინარე, ისევ აკრძალულია.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება