„ნაეკი“ გამოცდების პერიოდში დაცვის უზრუნველყოფისთვის 570 803 ლარს გადაიხდის – რა შედის აღნიშნულ მომსახურებაში
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2020 წლის გამოცდების პერიოდში დაცვის უზრუნველყოფისთვის 570 803 ლარს გადაიხდის. სახელმწიფო დაცვის სამსახურმა საგამოცდო ცენტრებთან წესრიგის დაცვა და ასევე აპლიკანტების ნაშრომების გამოცდების ცენტრამდე უსაფრთხოდ ტრანსპორტირება უნდა განახორციელონ.
შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მოთხოვნით გამოცდების ცენტრმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა.
„შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით უნდა უზრუნველყოს გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში საგამოცდო ცენტრებში საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ავტომანქანების გაცილება, რომლებიც უზრუნველყოფენ გამოცდების დამთავრების შემდეგ ნამუშევრების შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრამდე მიტანას, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან კონფიდენციალურ დოკუმენტაციას“, – ნათქვამია შესყიდვების დოკუმენტაციაში.
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, მომსახურების სავარაუდო ღირებულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით განისაზღვრა.
თანხები ასეა გადანაწილებული:
1. თანამშრომელთა ხელფასი – 156 000 ლარი
2. 520 თანამშრომლის კვებით უზრუნველყოფა – დღეში 13 ლარი, 31 დღის განმავლობაში 209 560 ლარი;
3. საწვავის ხარჯი – თანამშრომლების ობიექტზე მიყვანა, საგამოცდო შედეგების ეროვნულ ცენტრებში გაცილება, ტექნიკური საშუალებების ტრანსპორტირება – სავარაუდოდ 23 220 ლარი
4. მივლინების ხარჯები – 7 000 ლარი
5. მოგება – 39 578 ლარი
6. გადასახდელები (დღგ, ბიუჯეტის 10%) – 135 080 ლარი
ასევე იხილეთ:
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება