ნათია ფურცელაძე – 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელი
2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის საუკეთესო მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა დღეს ნათია ფურცელაძემ, რომელმაც გარდა კონკურსით დაწესებული პირობების დაკმაყოფილებისა, ჟიურის სრული მხარდაჭერაც მოიპოვა.
კონკურსი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებლების წარდგენის მიზნით შეიქმნა.
გამარჯვებულს ფულადი ჯილდო და სხვა ფასიანი საჩუქრები გადაეცა. ის განათლების მინისტრმა პირადად დააჯილდოვა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში.
ნათია ფურცელაძე თბილისის სკოლაში ასწავლის.
კონკურსის სხვადასხვა ეტაპის შედეგად, კომისიის მიერ შეირჩა 5 საუკეთესო მონაწილე. კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებელის პორტფოლიო.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება