ნინო ტალიაშვილი “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა
“ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-რექტორი ნინო ტალიაშვილი სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
ნინო ტალიაშვილი “ევროპის უნივერსიტეტის” მმართველ რგოლს 2019 წლიდან შეუერთდა და მას შემდეგ უნივერსიტეტის განვითარებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებში აქტიურადაა ჩართული.
ის არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი. 2019 წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დაინიშნა პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრად.
სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა გაერო-ს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და მსოფლიო ბანკთან; ამჟამად თანამშრომლობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), როგორც განათლებისსამართლის ექსპერტი.
ნინო ტალიაშვილი მრავალი წელია, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის ინსტიტუტის პროექტი მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
by ევროპის უნივერსიტეტი
-
გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირებაზე სტუდენტებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო – ღონისძიება „ევროპის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი