ნიუ-იორკის სკოლებში განათლების დეპარტამენტმა Zoom-ის გამოყენება აკრძალა
მას შემდეგ, რაც უმაღლესებისა თუ სკოლების უმრავლესობამ კორონავირუსის ეპიდემიის დროს ონლაინ გაკვეთილების ჩასატარებლად Zoom-ის პლატფორმა აირჩია, ნიუ-იორკის განათლების დეპარტამენტმა დისტანციური სწავლებისთვის ვიდეოკონფერენციების ამ პლატფორმების გამოყენება აკრძალა. მიზეზი უსაფრთხოებაა.
დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რიჩარდ კარრანსამ სკოლების დირექტორებს ელექტრონული წერილი გაუგზავნა. მისი მთავარი თხოვნა “Zoom-ის გამოყენების სასწრაფოდ შეწყვეტაა“.
პედაგოგებმა, ალტერნატივის სახით შეთავაზებული, Microsoft-ის პლატფორმაზე მუშაობის სწავლა უკვე დაიწყეს. განათლების დეპარტამენტის განმარტებით, ის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კანონებს შეესაბამება.
იზოლაციაში მყოფი მოსწავლეებისთვის, სასწავლო პროცესის გასაგრძელებლად პედაგოგებმა დრო Zoom-ის შესასწავლად დახარჯეს. პლატფორმის კრიტიკა, რომელიც მის კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას ეხებოდა, Zoom-ის გადახედვის საფუძველი გახდა. შედეგად, ნიუ-იორკის განათლების დეპარტამენტმა მისი გამოყენების აკრძალვაზე ბრძანება გამოსცა.
„ჩვენი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო დისტანციური სწავლების უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ Zoom-ზე უარი რაც შეიძლება მალე უნდა ვთქვათ”, -განაცხადა ნიუ-იორკის განათლების დეპარტამენტის პრეს-მდივანმა.
„ამჟამად, დისტანციური სწავლების ბევრი ახალი კომპონენტი არსებობს. ჩვენ გადაწყვეტილებებს, რეალურ დროში, ჩვენი თანამშრომლებისა და მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებთ. განათლების დეპარტამენტი პედაგოგებსა და მოსწავლეებს Microsoft-ის პლატფორმაზე გადასვლაში დაეხმარება. მას იგივე შესაძლებლობები და შესაბამისი უსაფრთხოების ზომები აქვს.“
გაჟღერებული პრობლემების გადასაწყვეტად კომპანია Zoom-მა ცვლილებები უკვე განახორციელა. მათ ასევე ახალი ფუნქციის შემუშავების პროცეში შეაჩერეს. ამჟამად კომპანია ხარვეზების აღმოფხვრაზეა კონცენტრირებული. Zoom-ის წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელებში ადამიანების საკუთარი პროდუქტის უსაფრთხოებაში დარწმუნება სცადეს. კომპანიამ ასევე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ Zoom კონფიდენციალურობას, უსაფრთხოებასა და მომხმარებლის ნდობას განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდება.
მოამზადა თეა ინაშვილმა
წყარო: vogazeta.ru
-
სქემის ფარგლებში მასწავლებლები ელექტრონული სისტემის წარმოებას დაიწყებენ – პროფესიული განვითარებისა და წინსვლის ახალი სქემა ძალაში შევიდა (დადგენილება)
by ARIS.GE-განათლება
-
განკერძოებული სიტყვები, გამოთქმები და მათი სწორად წერა – მაგალითები და წესები გამოცდაზე დაგეხმარებათ
by გრამატიკული ცნობარი
-
გასამმაგებული კონკურენცია – ის, რაც მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა უნდა იცოდნენ
by ARIS.GE-განათლება