ოკუპირებული აფხაზეთის სკოლებში გამოცდები გაუქმდა
კორონავირუსის პროფილაქტიკის მიზნით მიღებული ზომების ფარგლებში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში გამოცდები გაუქმდა. შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა ე.წ. რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ.
„სკოლებში არდადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით აფხაზეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს 4-8 და 10 კლასებში ყოველწლიური გადასასვლელი გამოცდების გაუქმების შესახებ“, – წერია ხელმოწერილ განკარგულებაში.
25 მარტიდან დაავადების გავრცელების პროფილაქტიკის მიზნით, ოკუპირებულ აფხაზეთში შეზღუდვები შემოიღეს. ახალი ზომები სასკოლო არდადეგების 7 აპრილამდე გაგრძელებას ითვალისწინებს.
მოამზადა თეა ინაშვილმა
წყარო: regnum
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან