ოკუპირებული აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლება სწავლის დაწყებას 1-ლ სექტემბერს გეგმავს, მასწავლებლებისთვის კი ასაკობრივი ცენზის დაწესებას აპირებს
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ახალი სასწავლო წლის დაწყებას პირველ სექტემბერს გეგმავს. ამის შესახებ დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელმა ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა.
Sputnik Абхазия-ს ინფორმაციით სასწავლო წლის დაწყებამდე, მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, კორონავირუსული ინფექციის დაწყებისა და გავრცელების რისკების შემცირების მიზნით სპეციალური რეკომენდაციები გამოსცა, რაც განათლებისა და ენის პოლიტიკის სამინისტრომ და სასწავლო დაწესებულებებმა უნდა გაითვალისწინონ.
რეკომენდაციებიდან ერთ-ერთია სასწავლო დაწესებულებებში მასწავლებელთა და პერსონალის ასაკობრივი ცენზის დადგენა 65 წლის ასაკამდე. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ასაკის ზემოთ ადამიანები სასწავლო დაწესებულებეში პანდემიის პერიოდში ვერ იმუშავებენ.
დოკუმენტით ასევე განსაზღვრულია კლასებში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა და ის 18-20 ადამიანს შეადგენს. რეკომენდაციები ასევე ეხება დაწყებით კლასებში საგაკვეთილო დორის შემცირებას 45 წუთიდან 30 წუთამდე, დისტანციის დაცვას, სკოლებში თერმოსკრინინგის შემოღებას ჰიგიენური საშუალებების ხელმისაწვდომობას და ა.შ.
აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის განათლებისა და ენების პოლიტიკის მინისტრმა ინალ გაბლიამ ტელეკომპანია Gal TV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ აფხაზეთში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ გაიზრდება სასწავლო წელი 1-ლ სექტემბერს დაიწყება. 2020 წლის 1-ლი ივლისიდან კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის შტაბმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მუშაობის განახლებაც დაუშვა.
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება