ონლაინ კონფერენცია და პროფესორ ლიანა სირაძის წიგნის – „პედიატრიული ინფექციური დაავადებები“ პრეზენტაცია გრუნიში
27 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მედიცინის სკოლის ინიციატივით გაიმართა ონლაინ კონფერენცია თემაზე „პედიატრია“ და პროფესორ ლიანა სირაძის წიგნის – „პედიატრიული ინფექციური დაავადებები“, პრეზენტაცია.
უნივერსიტეტმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა პირველად განიხილეს ერთად ბავშვთა ინფექციური დაავადებები, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტული საკითხი.
დღევანდელი პანდემიის პირობებში სამედიცინო საზოგადოება – ექიმები და მედიკოსი სტუდენტები, მსჯელობენ როგორ ასწავლონ და ისწავლონ, ჩაერთონ დისკუსიებში და იყვნენ აქტიურები ონლაინ სწავლების სივრცეში.
ღონისძიების ორგანიზატორმა, პროფესორმა ლიანა სირაძემ კონფერენციაზე წარმოადგინა თავისი წიგნი „პედიატრიული ინფექციური დაავადებები“ და აღნიშნა, რომ ეს სახელმძღვანელო სამედიცინო მიმართულების სტუდენტებს მისცემს საბაზისო ცოდნას ბავშვთა ინფექციური დაავადებების შესახებ და გაუადვილებს მათ ცოდნის შემდეგ დონეზე გადასვლას.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა შოთა ცანავამ ბავშვთა ინფექციური დაავადებებისა და იმუნიზაციის მართვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისაუბრა.
კონფერენცია ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა და მასში მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
კონფერენციაზე ბავშვთა იდიოპათიური ართრიტის შესახებ საინტერესო მოხსენება წარმოადგინა სტუდენტმა ნეჰა ანჯუმ აჰმედ შაიხმა, რომელმაც აღნიშნული დაავადება თანამედროვე მედიცინის თვალთახედვით განიხილა და კონფერენციის მონაწილეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა განაგრძობს ონლაინრეჟიმში მედიცინის აქტუალური საკითხების განხილვას.
- GRUNI-ს ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს ბათუმის წარმომადგენლობაში წარადგინეს მოხსენება – „მედიაცია – დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმი“ by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი