ოქროსა და ვერცხლის მედლების წარჩინებულებისთვის გადაცემა გაურკვეველი დროით გადავადდა
2018-2019 და ასევე 2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლების გადაცემა გაურკვეველი დროით გადავადდა.
გადავადების ოფიციალური მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა, თუმცა EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელის უწყებამ წარჩინებული უფროსკლასელები ამ დრომდე ჯილდოს გარეშე იმის გამო დატოვა, რომ მედლების საკითხი უბრალოდ დღის წესრიგიდან მოხსნა.
“კონკრეტული ვადები მედლების გაცემის შესახებ ჯერ არ არის დადგენილი და არ ვიცით, სავარაუდოდ, როდის გაირკვევა”, – ასე პასუხობენ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს რესურსცენტრებსა თუ უწყების ცხელ ხაზზე.
გაცხადებულია, რომ წარჩინებულ კურსდამთავრებულთა ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოების პროგრამა მიზანია “მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენა” – თუმცა უდაოა, რომ ამ პროექტმა მიზნებს დიდი ხანია გადაუხვია და სადღეისოდ განათლების სამინისტროს თავის ტკივილად იქცა, რასაც სატენდერო პროცესის ბნელი მხარეებიც ემატება, რაში გარკვევაც წლიდან-წლამდე რთულია.
მედალოსნობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები ”ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით რეგულირდება. ოქროს მედალს ის მოსწავლე მიიღებს, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე. ვერცხლის მედალს კი, ის წარჩინებული კურსდამთავრებული, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9,8.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება